20:31 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-28 15:23:56, 2384 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მილოშ ზემანმა გაიმარჯვა

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გაიმარჯვა. 

ზემანმა ხმების 52,7% მიიღო, მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ, მეცნიერებათა აკადემიის დირექტორმა ირჟი დრაგოშმა კი 47,3%.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიულეტენების 90% დათვლილია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 60%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

„ზემანს ხმა ჩეხეთის 2,85 მილიონმა მოქალაქემ, დრაგოშს კი - 2,7 მილიონმა მოქალაქემ მისცა. 
არჩევნებზე აქტიურობამ 66,6% შეადგინა. ამომრჩეველთა საერთო სიაში თითქმის 8,5 მილიონი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული“, - ნათქვამია ჩეხეთის სტატისტიკის სამმართველოს განცხადებაში.

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც ქვეყნის სათავაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უჭერს მხარს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics