2018-01-28 12:35:09, 2179 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ქაბულში მომხდარ ტერაქტს გმობს
საქართველო მკაცრად გმობს 2018 წლის 27 იანვარს ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულის ცენტრში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასზე მეტი დაშავდა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ავღანეთის მთავრობასა და ავღანელ ხალხს, ხოლო ამ საზარელი თავდასხმის დროს დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ავღანეთის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,