21:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 15:40:25, 334 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს

საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის დელეგაციას, რომელიც თბილისს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში ეწვია.

რუმინეთის ფინანსთა მინისტრი, ეუგენ ორლანდო თეოდოროვიჩი და EBRD-ის ალტერნატიული საბჭოს დირექტორი რუმინეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რუმინეთის სპეციალური წარმომადგენელი EBRD- ში, ანდრეი  დრაგოსი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველო-რუმინეთის  ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იყო.

მხარეებმა ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics