2018-01-26 10:22:49, 2719 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
სამხრეთ კორეაში, ქალაქ მირიანში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.
BBC-ის ცნობით, დაშავებულებიდან 9 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ხანძარი პირველ სართულზე, სასწრაფო დახმარების ოთახში გაჩნდა, რომელიც ძირითადად ხანდაზმული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. პოლიციის მონაცემებით, იმ დროისთვის შენობაში დაახლოებით 200 პაციენტი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.
მომხდარის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია და მთავრობას მსგავსი ტრაგედიების განმეორებისგან თავის ასარიდებლად, ზომების მიღება დაავალა.
ქალაქი მირიანი ქვეყნის დედაქალაქ სეულიდან 270 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ავტორი: ,