|
2018-01-25 14:08:40, 2653 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კომერციული ატაშეს შესარჩევად კონკურსის გამოსაცხადებლად მზად ვართ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომერციული ატაშეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მან ისაუბრა იმ დაბრკოლებაზე, რის გამოც აქამდე კომერციული ატაშეს შესარჩევად კონკურსები არ გამოცხადდა: „გამომდინარე იქედან, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუდმივად მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში, თქვენ გახსოვთ, რომ შევიდა ინვესტინ ჯორჯია, გამსხვილდა აწარმოე საქართველო, რაღაც პერიოდი იყო გადაწყვეტილება, რომ შეიძლებოდა კომერციული ატაშეები ჩასულიყვნენ „აწარმოე საქართველოში“, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დარჩებიან ეკონიომიკის სამინისტროს დონეზე იმისათვის, რომ დონე უფრო მაღალი იყოს და ამას აღარ დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდებოდა, ეს იყო ერთ-ერთი დაბრკოლება, რატომაც არ გამოცხადდა კონკურსები“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა. მინისტრი ვარაუდობს, რომ კომერციული ატაშეების დაკომპლექტება მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში მოხდება. „მზად ვართ კონკურსების გამოსაცხადებლად და სავარაუდოდ შემდეგი რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ამას დავაკომპლექტებთ. გვინდა, საუკეთესო კადრით დაკომპლექტდეს იმიტომ, რომ მოლოდინი მაღალი გვაქვს“,-განაცხადა ქუმსიშვილმა. კომერციული ატაშეები საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში დაინიშნებიან და მათი მიზანი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)