11:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 15:06:37, 730 ნახვა

ეკონომიკა
დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენდა

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენდა“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლარის კურსის ცვლილებას საყოველთაო ჯანდაცვასთან კავშირი არა აქვს.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის  ვითომდა გავლენა იმ ლარის გადაცვლილ კურსზე, ბოლო პერიოდში გაჟღერდა რამდენიმე  ექსპერტული შეხედულებები, რომ საყოველთაო ჯანდაცვის  გაზრდილმა ხარჯებმა გამოწვია, მინიმუმ ერთ-ერთი ფაქტორი იყო  ლარის კურსის ცვლილება.არასწორია.   მე კიდევ ერთელ მრავალგზის გამეორებულ მოცემულობას გავიამორებ. პირველი საყოველთაო ჯანდაცვა  ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავს იმაზე  ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, როდესაც მოსახლეობის 100%   იქნება დაცული მინიმუმ  საბაზო სამედიცინო მომსახურებით საქართველოში ეს ასეც არის.  სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობის  უმეტესობაზე, ხოლო 400 ათასი ადამიანი  სარგებლობს  კორპორაციული დაზღვევით და  ისინი არ სარგებლობენ შესაბამისად საყოველთაო დაზღვევით.  ეს 400 ათასი ადამიანი არის  უმეტესად ის, ვინ საშუალოდ  არის შეძლებული ფენა, რომელზეც სახელმწიფო თანხას რეალურად არ ხარჯავს  ეს პარიტეტი ისედაც დაცული არის  და არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ რიგითმა მოქალაქემ თქვას  რატომ უნდა გადავიხადო,  ჩემი გადასახადი  მდიდრების მკურნალობაში“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან,  სერგეენკომ  ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ  უწყების ბიუჯეტი ბოლო ორი წლის განმავლობაში მილიარდზე მეტით  გაიზარდა.  
 „რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდას ჯანდაცვის მიმართულებით მთლიანად სამინისტრის ბიუჯეტი  ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზრადა  მილირდზე მეტით, ეს  ძალიან მნიშველოვანი თანხა.  ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ ეს თანხა ხმარდებგა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს,  რაც რეალურად ასე არ არის.  თუ 2012 წელს იყო   გამოყოფილი  280 მილიონი ჯანდაცვისათვის, წლევანდელი არის 605 მილიონი.  შესაბამისად მოიმატა 325 მილიონით.  დანარჩენი თანხა მილირდზე მეტი მოხმარდა პენსიების ზრდას.  რამდენად შეეძლო 325 მილიონის ჯანდაცვაში გადამისამართებას იმ ხარჯებიდან რაც ხმარდებოდა  ზემოთ ჩამოთვლილს, რამდენად შეეძლო  ამას კურისის მერყეობაზე გავლენა ჰქონოდა?“,-დასძინა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics