23:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 13:06:46, 2415 ნახვა

სამართალი
ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“  წევრ  ბექა წიქარიშვილის სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს. ბექა წიქარიშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და სასამართლოს ფანჯარას  აგური ესროლა.

 იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაადაკავეს, რაც  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინის ჩამტვრევის ფაქტზე.

შეგახსენებთ,  თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგანაშვილს  გამოძიება  დიდი ოდენობით  ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შეძენა-შენახვას ედავებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics