|
2018-01-24 12:05:45, 2168 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს და ისევ დუმილის უფლებას იყენებს
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატის ინგა ბოლოთაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლო შესაძლოა, ხვალ გაიმართოს. "შესაძლოა შუამდგომლობის წარმოდგენა სასამართლოში არც დაგვჭირდეს, გამომდინარე იქიდან, რომ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე განჩინება სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს. შესაძლოა პროცესი ჩაინიშნოს არა დღეს, როგორც ამის ვარაუდი არსებობს, არამედ ხვალ 13:00 საათამდე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღირებს და იყენებს დუმილის უფლებას. მარგოშვილის გარდა სხვა პირებთან კავშირის არ ადასტურებს", - განაცხადა ბოლოთაურმა. ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის მაია სირააძის ინფორმაციით, დაცვის მხარემ საქმის მთლიანი მასალები გუშინ მიიღო. "სულ არის 19 ტომი და 56 დისკი. რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო ამ მასალებს ერთ დღეში გავცნობოდით. დღეს სავარაუდოდ ჩაინიშნება აღკვეთი ღონისძიება. მაგრამ ჩვენ მივმართავთ მოსამართლეს სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნით", - მაია სირაძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 22 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)