23:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 11:32:02, 2101 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა გაიზარდოს

თბილისში, ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო, მძღოლები აღნიშნულ წესს არღვევენ.

„თუ არ ვცდები, დღეს ჯარიმა არის 20 ლარი. დარღვევების აღსაკვეთად, ვფიქრობთ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს უკვე გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ცხადია, ყველა ის ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობ, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პარლამენტთან და რაც მთავარია, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული სტანდარტების ეტაპობრივად დამკვიდრებაა.

„თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ. ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად, ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდეს იმგვარად, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით გეგმავს.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ეფექტიანი და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის. თბილისი აუცილებლად იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და  სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics