17:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 17:55:29, 2312 ნახვა

სამართალი
ანატოლი ბერძენიშვილის მეუღლე: ჩემს ქმარს ჩატაევთან ან მისი დაჯგუფების წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახის წევრები, მის ახმედ ჩატაევთან შესაძლო კავშირს უარყოფენ.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ბერძენიშვილს თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა სამსახურის გამო უწევდა.

"ჩემ ძმას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მუშაობს აჭარაში, იქ აშენებს ეკლესიებს და ძალიან პატიოსანია. თურქეთში გადასვლა უწევს ხოლმე, რაზეც ახლა საუბრობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ეხება ეკლესიას. ჩატაევთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქოდა. არც გვინახავს ეგ პიროვნება. სარფში ააშენა ეკლესია, იქ მუშაობდნენ და უწევდა თურქეთში. ახლა ქედაში ამთავრებენ მშენებლობას", - განაცხადა დაკავებულის დამ, ტატიანა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის მეუღლის, ვიქტორია გარადავიდოვას ინფორმაციით, მათი სახლიდან სამართალდამცველებმა ერთი კომპიუტერი წაიღეს.

"გუშინ სახლში ვიყავი და არ ვიცოდი რა ხდება. მეზობელი მოვიდა და მითხრა - შენი ქმარი და შვილი წაიყვანესო. სახლში ერთი კომპიუტერი გვქონდა და ის წაიღეს. არანაირი კონტაქტი ჩატაევთან ან მისი დაჯგუფების სხვა წევრებთან არ ჰქონია. მსგავსი არაფერი ყოფილა. თავის არქიტექტორთან ერთად პერიოდულად გადადიოდა თურქეთში", - განაცხადა მეუღლემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics