17:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 12:31:10, 1619 ნახვა

სამართალი
გიორგი ჭანტურიას მამა გამოკითხვაზე იმყოფება

სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამა, ზურაბ ჭანტურია, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც ჭანტურიამ სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, გამოძიება რა საკითხით დაინტერესდება.

შეგახსენებთ,  რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, 17 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილე, გიორგი ჭანტურია საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, მოგვიანებით  კი გათავისუფლდა. ჭანტურიასთვის მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარუდგენიათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics