|
2018-01-22 13:48:36, 2438 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბრალდების მხარის ახალი მტკიცებულებები არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს დაურთო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა დასრულდა. მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით უნდა წარდგენილიყვნენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარადგინა, მხარეებს შესავალი სიტყვა დღეს არ უთქვამთ. სასაართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა და მიიჩნია, რომ ეს მტკიცებულებები საქმეს უნდა დაერთოს. პროკურორი მტკიცებულებების შინაარსობრივ ნაწილს არ ახმაურებს. თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით სხვა მტკიცებულებებთან ერთად დასტურდება, რომ პატიმრობაში მყოფმა ორმა ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. ამასთან, პროკურორი ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ახალი მტკიცებულებები ექსპერტიზის დასკვნებს წარმოადგენს, რომელთა დაკავშირებითაც ექსპერტები დაიკითხებიან. დღევანდელ პროცესზევე სასამართლომ გადასინჯა მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ის უცვლელაად ძალაში დატოვა. არსებითი განხილვის შემდეგი სხდომა 25 იანვარს 16:30 საათზე ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)