|
2018-01-20 10:55:37, 2111 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეი: Brexit-ის საკითხზე მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, Brexit-ის საკითხზე ქვეყანაში მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - ამის შესახებ Bild იუწყება. როგორც მეიმ აღნიშნა, ბრიტანეთს ევროკავშირთან პარტნიორობა სურთ. „არა, მეორე რეფერენდუმი არ იქნება. პარლამენტმა ბრიტანულ საზოგადოებას არჩევანის საშუალება მისცა, მან კი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას. ჩვენ ევროკავშირთან პარტნიორობა გვსურს. გაერთიანებული სამეფო „ყველა ხიდის დაწვას“ არ აპირებს. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ტერეზა მეიმ. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)