14:44 - 01 May, 2026
|
2018-01-19 17:44:04, 2113 ნახვა
სამართალი
მამაკაცს, რომელიც თემქაზე სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, დამცავი ღვედი არ ეკეთა
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც თემქაზე სამშენებლო ობიექტის მესამე სართულიდან გადმოვარდა,დამცავი ღვედი არ ეკეთა და სპეცფეხსაცმელი არ ეცვა. ობიექტი შრომის ინსპექტორებმა დაათვალიერეს. ისინი სრულყოფილ დასკვნას მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებენ: „თუ რამდენად ჰქონდა ობიექტს საფრთხეები, რისკები შეფასებული, იდენტიფიცირებული, მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია გითხრა, როცა დამსაქმებელი შესაბამის დოკუმენტაციას მოგვაწოდებს“, - განაცხადა შრომის ინსპექტორმა მაია მიქაძემ. ცნობისთვის, 2013-2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. არასამთავრობო სექტორი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)