14:44 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 15:26:08, 1763 ნახვა

სამართალი
გიორგი ჭანტურიას მამა აცხადებს, რომ სამსონ ქუთათელაძესთან არანაირი შეხება არ აქვს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამის, ზურაბ ჭანტურიას განცხადებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.

როგორც ზურაბ ჭანტურიამ აღნიშნა, პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, ე.წ. სტამბოლის ბაზრის წილებზე ყურადღებას არ გაამახვილებს.

„კაცს ერთხელ შევხვდი ზაფხულში... ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ არავითარი შეხების წერტილი მაგ კაცთან არ გვქონია, მათ შორის არც ჩემ შვილს“,  - განაცხადა ზურაბ ჭანტურიამ.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ წუხელ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics