|
2015-05-13 11:16:33, 577 ნახვა
სამართალი
შსს-მ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდასა და მარნეულში მომხდარი დანაშაულები გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი მანიჟა ჭ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „ გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, ე.წ. ლტოლვილების დასახლებაში მცხოვრებ სისონა გ-ს ოჯახს სოციალური აგენტის სახელით გაეცნო, მათი ნდობა მოიპოვა და მორიგი სტუმრობის დროს სისონა გ. და ოჯახის კიდევ ერთი წევრი მაკა დ. სამედიცინო მედიკამენტების გამოყენებით უმწეო მდგომარეობამდე მიყვანა. დანაშაულის კვალის დაფარვის და დაზარალებულების მოკვლის მიზნით ბრალდებულმა ბინაში გაზის ონკანი გახსნა, 3 330 ლარი გაიტაცა და მიიმალა. სისონა გ-ს და მაკა დ-ს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს. ამ დროისათვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში თბილისში დააკავეს, გატაცებული თანხის ექვივალენტი ამერიკულ ვალუტაში კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების მსვლელობის დროს დანაშაულის სხვა გარემოებები გამოიკვეთა, რის გამოც დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა კიდევ ერთი დანაშაული მარნეულში 2014 წლის ნოემბერში ჩაიდინა. მანიჟა ჭ-მ მარნეულის ბაზარში ერთ-ერთი ჯიხურის მოვაჭრე ცოლ-ქმარს ვილაიატ და გულჩოხრა ნ-ებს პროდუქციის დიდი პარტიის შესყიდვის შესახებ საუბრისას ყავაში გაურკვეველი ფხვნილი ჩაუყარა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ამის შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2000 ლარის ღირებულების ოქროულს, 6 000 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაკავებული ორივე დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ძალადობით ძარცვის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი ან მეტი პირის მიმართ სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით; 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)