2018-01-18 20:50:39, 2081 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყაზახეთში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და უზბეკ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს, ყაზახეთის რესპუბლიკაში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც უზბეკეთის რესპუბლიკის 52 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და უზბეკ ხალხს. ამ მძიმე წუთებში, ჩვენ დაღუპულთა ოჯახების გვერდით ვართ“, - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ,