2018-01-18 17:13:41, 2162 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება ყაზახეთში ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაზახეთის რესპუბლიკაში მომხდარ ავტო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 18 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ყაზახეთში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 52 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ,