2018-01-18 12:55:52, 2064 ნახვა
საზოგადოება
დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
დღეიდან 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამე, საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი.
სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ,