|
2018-01-17 10:29:31, 2324 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი?!
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გადაცემა „არჩევანში“ გამოეხმაურა. მარგველაშვილის განმარტებით, შეწყალების კომისია არ ასრულებს სასამართლოს ფუნქციას. „შეწყალების კომისია არ ასრულებს სასამართლოს ფუნქციას. ჩვენ არ გვაქვს კვალიფიკაცია, არც შესაბამისი პროცედურა, რომ ვიყოთ მოსამართლეები, მაგრამ შინაგანი განცდა, რომ რამდენად სამართლიანია ამ ადამიანის მიმართ სახელმწიფო ეს რა თქმა უნდა ჩემშიც და თოთოეული შეწყალების კომისიის წევრშიც არის. ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი? ! მე როდესაც ხმას მაძლევდნენ, ჩემი პოლიტიკური წარსული იცოდნენ?! იცოდნენ, რომ არ მომწონდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და ვაკრიტიკებდი ბევრი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ უამრავი პატიმარი ჰყავდათ. ეს არ იცოდნენ? არ იცოდნენ, რომ ვამბობდი, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ ძალიან მკაცრი არის მოქალაქეების მიმართ?! ამ ფონზე ვის გაუკვირდა ჩემი რეკორდსმენობა?! ამ საარჩევნო კამპანიას ვინც აწარმოებს, რა ლოგიკით აზროვნებს ძნელია ცოტა ამის განსაზღვრა. იმ ფონზე, როდესაც ვკითხულობდი, რატომ არის ამდენი პატიმარი, შემდეგ რომ პატიმრების გამოშვებას დავიწყებდი, რატომ გაუკვირდათ?! რა ეგონათ როგორც ბევრმა მათგანმა გააგრძელა მიშას ტრადიციებით, მეც თანამდებობაზე, რომ მოვიდოდი ვიქნებოდი იმით აღტაცებული, რომ ადამიანები ციხეში ისხდნენ?! ამ ფონზე მიგეგმავენ საარჩევნო კამპანიას, რომ თურმე რეკორდსმენი ვარ ადამიანების გამოშვებაში?! ეს კომიკურია. ვარ რეკორდსმენი და ვიქნები. ციხეში, რომ ბულბულები სხედან, ეს მარტო კომუნისტების დროს იყო სიმღერა, ციხეში სხედან ადამიანები, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, თუ რატომ იჭერდნენ ორი ქათმის და სამი კაბელის ქურდობაზე და რატომ აძლევდნენ 20 წელს? ეგრე როგორ უნდა დაგავიწყდეს ყველაფერი, როდესაც ოპოზიციაში იყავი? ამ ფონზე რომ მიგეგემავენ პიარკამპანიას, რომ თურმე რეკორდსმენი ვარ ლმობიერებაში, არ მესმის ვისთვის არის ეს გასაკვირი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)