2018-01-16 16:06:40, 1764 ნახვა
კომენტარი
„სახეზე გვაქვს პირდაპირი განზრახვა“ - მაჩალიკაშვილების ადვოკატი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს
გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.
კერძოდ, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა მანვე დასძინა, რომ "სახეზე გვაქვს პირდაპირი განზრახვა".
"ეჭვს ბადებს სამედიცინო ისტორია. იქნებ იყო შესაძლებელი კიდევ რამის გაკეთება. გავიდა ლოგინიდან ტყვია და არის მოხვედრილი კედელზე. ეს ადგილია ამოღებული და აგრეთვე გვაქვს კითხვა - რატომ გახდა საჭირო კედლის აღება. რატომ უნდა დაიწყოს გამოძიება 333-ე მუხლით, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს პირდაპირი განზრახვა", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ავტორი: ,