2018-01-16 12:57:05, 2398 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს
ევროპარლამენტის დეპუტატი პიატრას აუშტრიავიჩუსის შეფასებით, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ.
როგორც ევროპარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, ამ ქვეყნებმა ევროპელ პარტნიორებს „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“ ფარგლებში თანამშრომლობის საერთო ხედვა უნდა წარუდგინონ და დასძინა, რომ ეს უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვის წარმატება ასოცირების შესახებ შეთანხმებების რეალიზებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული, რომელთა დებულებების იმპლემენტაციამაც ეფექტურ შიდა რეფორმებს უნდა ჩაუყაროს საფუძველი.
ინფორმაციას Eurointegration.com ავრცელებს.
ავტორი: ,