21:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 11:45:23, 2030 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 46-46% „იმედს“ და „რუსთავი2“-ს ენდობა, საზმაუს კი 9% უცხადებს ნდობას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)   2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 46-46% ამბობს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ყველაზე მეტად რუსთავი2-სა და "იმედს" ენდობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაჩვენებელი ნდობის რეიტინგში მხოლოდ 9%-ია. გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 19% აცხადებს, რომ არც ერთს ენდობა.

რაც შეეხება სხვა ტელევიზიებს, ტელეკომპანია პირველს გამოკითხულთა 4% ენდობა, მაესტროს-3%, რუსეთის პირველ არხს- 3%, ობიექტივს-3%, აჭარა ტვ-2%, ჯი-დი-ეს-2%, პალიტრა ტვ-2%, დანარჩენ ტელევიზიებს ნდობის რეიტინგში 2%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ. 

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.

კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics