20:50 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 17:00:57, 2174 ნახვა

საზოგადოება
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას იწყებს.

პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და  დაფიქსირება ისინი გახსნილ მდგომარეობაში ასევე, გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო სამუშაოს გაწევას, რათა მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს წყლის მაქსიმალური მოცულობის  გასატარებლად.

 ობიექტი, რომელიც ექსპლუატაციაშია 1959  წლიდან, „საქართველოს მელიორაციას“ საკუთრებაში  2017 წლის დეკემბრიდან გადმოეცა. გადმოცემისთანავე,   არსებული მდგომარეობის შესასწავლად   ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ნაგებობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე  ლარი დაიხარჯება.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics