2018-01-15 10:21:03, 1815 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებულ ხარვეზებს დღეს გამოაქვეყნებს
თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებულ ხარვეზებს დღეს გამოაქვეყნებს.
გენგეგმა 6 ეტაპისგან შედგება.
ხარვეზები ბოლო ეტაპზე სამჯერ დაფიქსირდა და შესაბამისად გეგმაზე მომუშავე კომპანია 140 ათასი ლარით დაჯარიმდა.
დოკუმენტის სრულყოფისთვის ”სითი ინსტიტუტმა” 45 დღე ითხოვა.
„ძირითადად დასაბუთებები უნდათ, რატომ მოხდა ეს ცვლილებები. იქ არის რაღაც შენიშვნები ზონირებასთან, არის კიდევ ტრანსპორტის ნაწილში. ზოგიერთ ზონაზე აქვთ, როგორც მე ვნახე. ჩვენ მასზე გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომ ამიტომ და ამიტომ სასურველია ეს ზონა იყოს ამ სახეობის," – განუცხადა „რუსთავი 2“-ს კომპანია ”სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მერაბ ბოლქვაძემ.
ავტორი: ,