|
2018-01-10 15:12:28, 1937 ნახვა
სამართალი
მაჩალიკაშვილის დედა: გამორთეს აპარატი და მომიკლეს შვილი, ამას სტრასბურგამდე მივიტან
თემირლან მაჩალიკაშვილის დედის მედიკო მარგოშვილის განცხადებით, ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებს. მარგოშვილი მისი შვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრებს. "გამორთეს აპარატი და მომიკლეს შვილი. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწყობდათ ამოჟღლეტა. ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს და გომელაურს. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიტან. თუ ცოცხალი დავრჩი ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ", - განაცხადა მარგოშვილმა. ცნობისთვის, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ექპერტიზის შემდეგ, მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში სავარაუდოდ, დღესვე გადაასვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)