07:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 14:23:48, 1903 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილის ადვოკატი: ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ექსპერტიზას ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ესწრება.

„ექსპერტიზა უკვე დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე გაკვეთის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, მოხდა ანაბეჭდების აღება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რათა ხელყუმბარაზე მისი იდენტობა დადგინდეს. სხვა პროცედურებს მინიმუმ სამი საათი დასჭირდება. ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ასევე ხომ არ არის ორჯერ ნასროლი", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზა სავარაუდოდ 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მაჩალიკაშვილის ცხედარს პანკისში დღესვე გადაასვენებენ და მას სავარაუდოდ ხვალ დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა, დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics