07:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 13:59:48, 1545 ნახვა

კომენტარი
მაია ნიკოლეიშვილი: მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ შესაძლოა, სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს

„თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ, შესაძლოა, სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

როგორც ექსპერტმა განმარტა, გაკვეთის გარეშე დამატებით დეტალებზე საუბარი შეუძლებელი იქნებოდა.

"კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანდა გარკვეული წარმონაქმნები, რომლებიც შეიძლება იყოს ან ძვალი ან მეტალის რაღაც ფრაგმენტი. ეს დადგინდება და პირველ რიგში სიკვდილის მიზეზის დადგენა არის მნიშვნელოვანი. იქნებ სროლის მანძილზე რაღაც ინფორმაცია მოგვცეს გაკვეთამ", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ექპერტიზის შემდეგ, მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში სავარაუდოდ, დღესვე გადაასვენებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics