10:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 12:48:32, 1664 ნახვა

სამართალი
თამთა მიქელაძე თემირლან მაჩალიკაშვილზე: ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა

„დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ“,-ასე გამოეხმაურა  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის  ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკუტრი უფლებების  პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე სპცრაზმელის მიერ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

მისივე თქმით, ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას გამოიყენებენ, რათა საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული.

„ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის აუცილებლობის საკითხი,  ისე დროული სამედიცინო  დახმარების აღმოჩენილის საკითხი უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში და მთელი  ამ 2 კვირის განმავლობაში მისთვის არმოჩენილი სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის პრობლემა. ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით“,-აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

ის ამბობს, რომ გამოძიებას ნაკლებად ენდობა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გამთენიისას გარდაიცვალა. მას გული 4-ჯერ გაუჩერდა, რეანიმაციული მოქმედებები კი წარუმატებელი აღმოჩნდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics