|
2018-01-10 09:54:22, 1503 ნახვა
სამართალი
ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაგრძელდება. გუშინდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ნაწილი კანონდარღვევითაა მოპოვებული. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაცვის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. "დაცვის მხარე ითხოვს უმნიშვნელო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება კანონის დაცვით აქვს მოპოვებული", - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, პროკურორმა მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე საუბრისგან თავი შეიკავა. რა მტკიცებულებებს სცნობს მოსამართლე დასაშვებად, გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. ამასთან, გუშინდელ სხდომაზე ასევე, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. სასამართლომ ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)