|
2018-01-09 19:28:33, 1816 ნახვა
სამართალი
პროკურორის განმარტებით, საუბარია არა სხვა დაჭრილ პირებზე, არამედ მათზე, ვისაც დაზიანებები აქვთ მიყენებული
ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განმარტებით, საქმეში ფიგურირებენ არა სხვა დაჭრილი პირები, არამედ ისინი, ვისაც დაზიანებები აქვთ მიყენებული. "დაჭრილი პირი - არ მიხსენებია. საუბარია დაზიანებებზე. სხვა პიროვნებებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა და დადგენილია, რა სახის დაზიანებები აქვთ. მნიშვნელოვან დაზიანებებზე საუბარი არ არის", - აღნიშნა პროკურორმა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიაყენა ხსენებულ პირებს დაზიანება, აღნიშნულის დადგენის მიზნით, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა ხვალ, 15:00 საათზე, გაგრძელდება. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)