|
2018-01-09 18:30:12, 1886 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან - წინასასამართლო სხდომა ხვალ გაგრძელდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმჯელეს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ნაწილი კანონდარღვევითაა მოპოვებული. ხვალინდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაცვის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. "დაცვის მხარე ითხოვს უმნიშვნელო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება კანონის დაცვით აქვს მოპოვებული", - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, პროკურორი მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე საუბრისგან თავს იკავებს. რა მტკიცებულებებს სცნობს მოსამართლე დასაშვებად, გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ასევე, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. სასამართლომ ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)