09:17 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 15:59:03, 1706 ნახვა

სამართალი
პროკურორის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში სხვა დაჭრილებიც ფიგურირებენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, საქმეში არსებობენ დაჭრილები, რომელთაც ჩაუტარდათ ექსპერტიზები და დგინდება, თუ რა გარემოებებში მიიღეს მათ ეს ჭრილობები.

თუმცა, პროკურორი არ აკონკრეტებს რამდენი პირია დაჭრილი.

"დღეს განვიხილავთ ორი პირის ბრალდების საქმეს, რომლითაც დადასტურებულია, რომ თავიანთი მოქმედებების შედეგად დადგა ორი არასრულწლოვანის გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დაჭრილებს, დგინდება რა გარემოებებში მიიღეს ჭრილობები", - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, საქმეზე დაკითხულია 120-მდე პირი და ჩატარებულია ექსპერტიზები. პროკურორი არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გამოძიება არაობიექტურად და არასრულფასოვნად ჩატარდა.

ზვიად ფხაკაძე არ გამორიცხავს, გამოძიების პროცესში ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

"საქმედან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე, 5 პირის წინააღმდეგ, რომელიც დანაშაულის დაფარვას ეხება. მოცემული გამოცემის პროცესში არ არის გამორიცხული ბრალდებულტა წრე გაფართოვდეს", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics