2018-01-09 10:48:33, 2000 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო: გერმანიის „შარიტეს“ კლინიკისგან თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მივიღეთ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, უწყება კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის პაციენტ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს.
ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება.
ავტორი: ,