07:23 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 19:28:52, 2946 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხრაძე: არ გავჩერდებით, სანამ რეალურ შედეგს არ მივიღებთ მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების საქმეში

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესსაბჭოში დანიშვნასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდისგანცხადებები საგანგაშო პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა.

"ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებები, პირდაპირ პოლიტიკურგზავნილებს შეიცავდა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი არ შეიცვლება, რომ სისტემაში, რომელმაც შექმნა კოლექტიურიმურუსიძე, ცვლილებები არ იგეგმება, რომ სისტემაში, სადაც შენარჩუნებულია ადეიშვილის მიერ დამკვიდრებული მართვის სტილი,ცვლილებები არ იგეგმება.

ეს არის საგანგაშო გზავნილები. ამ ფონზე, მათთვის ბუნებრივია ამ სისტემაში სწორედ მურუსიძე და პრეზიდენტმარგველაშვილისთვის ბუნებრივია, ანა დოლიძის დანიშვნა, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ამ სისტემის წინააღმდეგიბრძოდნენ ბევრი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების პირობებშიც და დღესაც.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავჩერდეთ, არ გავჩერდებით მანამ სანამ ჩვენ რეალურ შედეგს არ მივიღებთ ამ სისტემისგაჯანსაღების საქმეში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics