|
2018-01-08 18:03:45, 1838 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ინფორმაცია, რომ გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება
თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ გერმანულმა კლინიკამ ადგილის უქონლობის გამო მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს დოკუმენტაციას იმის შესახებ, თუ რომელ ევროპულ საავადმყოფოებს გადაუგზავნა თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემები და მოსთხოვა მიღება. ოჯახი ასევე ითხოვს კლინიკებიდან მიღებულ პასუხებსაც: „ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა, რომლებიც იქ არა ერთი მუშაობენ“,-აღნიშნა ცირა ჯავახიშვილმა, რომლის კმენტარიც „რუსთავი2“-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, 26 დეკემბერს გამთენიისას ახმეტის რაიონში და თბილისში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 4 პირი დააკავეს, ხოლო მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სუს-ის ინფორმაციით, ის ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ასევე, სუს-ის ცნობით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან ახმედ ჩატაევთან და მასთან ერთად მყოფი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)