|
2018-01-08 15:03:56, 3411 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით, განკარგულება გამოსცა. როგორც მარგველაშვილმა დღეს დოლიძის წარდგენისას განაცხადა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება „აქილევსის ქუსლად“ და პრობლემად გასდევს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებას. „2012 წლის ხელისუფლების ცვლილებისას ყველას ჰქონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებას ნდობა, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს. არადა, დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არამარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების ერთერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, ერთერთი იმ ორგანოთაგანია, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ჯერ კიდევ დასახვეწია ის საკანონმდებლო ბაზა, „რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს“. „თუმცა, მხოლოდ საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით ფაქიზი სისტემა ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას. ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, თავიანთი ერთგულებით, არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ იმ უზენაესი ღირებულებებით, რომელსაც თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით კი, მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს. ამ ადამიანებით შენდება უკეთესი სამართლებრივი სისტემა. სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ანა დოლიძე, გამყარებულია პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ქვეყნის უზენაესი ღირებულებების ერთგულებით, არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ანა დოლიძე ამტკიცებდა თავის უნარს იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი. ამით არის განმტკიცებული ჩემი გადაწვეტილება მისი დანიშვნის შესახებ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძეს წარმატება უსურვა ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ამავედროს რთულ საქმეში, უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების სისტემის აღმშენებლობა და გაძლიერება საქართველოში. ანა დოლიძემ, რომელიც მისი წარდგენის შესახებ გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს უდიდესი ნდობისათვის და ჟურნალისტებს საკუთარი სამოქმედო გეგმა და ამოცანები გააცნო. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას 17 იანვრიდან, 4 წლის ვადით დაიკავებს.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)