|
2018-01-08 09:54:26, 1793 ნახვა
სამართალი
ადვოკატები მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობას დღეს ოფიციალურად მოითხოვენ
ახმეტის რაიონში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატები დღეს მის დაზარალებულად ცნობას ოფიციალურად მოითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით განცხადებას მთავარ პროკურატურაში შეიტანენ. ამასთანავე, ადვოკატები აპირებენ გამოითხოვონ ინფორმაცია, არის თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და რა მუხლით. შეგახსენებთ, 26 დეკემბერს გამთენიისას ახმეტის რაიონში და თბილისში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 4 პირი დააკავეს, ხოლო მაჩალიკაშცილი სპეცრაზმა თავის არეში დაჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ის ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ასევე, სუს-ის ცნობით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)