|
2018-01-06 15:38:43, 2828 ნახვა
სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ
პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ მის შვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სპეცრაზმელებმა შეცდომა დაუშვეს. მანვე განმარტა, რომ მის შვილს ხელში ტელეფონი ეჭირა, ხოლო სპეცრაზმელს ეგონა, რომ ეს ხელყუმბარა იყო და გასროლა განახორციელა. "გასროლის შემდეგ ჩემი უფროსი ქალიშვილი ზედა სართულზე იყო. კარები რომ შეამტვრიეს და სროლა მოახდინეს, ბავშვი ამას უყურებდა. მერე ოთახში ჩაკეტეს 10-20 წუთით. ამ დროს მან ოთახიდან გამოსული ხმა გაიგო - ერთ-ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა და იარაღის წართმევას ცდილობდა. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩემს შვილს ტელეფონი ეჭირა ხელში, სპეცრაზმელს კი, ეგონა ხელყუმბარა ეჭირა. სპეცრაზმელმა შეცდომა დაუშვა, შეეშინდა და გასროლა განახორციელა. ამაში ვარ დარწმუნებული. მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ”, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)