2018-01-06 14:47:52, 2153 ნახვა
საზოგადოება
საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
ხვალ, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 2018 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი - დღის 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები - 14:00 საათიდან.
აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ,