|
2018-01-05 17:39:02, 3356 ნახვა
ეკონომიკა
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის
დღეიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში შედის ცვლილება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. როგორც სებ-ში აცხადებენ, აქამდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც. მათივე ცნობით, ამის გამო იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო. „აღნიშული ცვლილებით ზემოთნახსენები ლიმიტი განახევრდება (1.5 მილიონ აშშ დოლარამდე), რის შედეგადაც ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს. აქვე შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც ძირითადად გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებში. უცხოური ვალუტის მიმდინარე საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს. ამისათვის ზოგჯერ მიმართავენ ბლუმბერგის ვებსაიტს, რომელზეც ქვეყნდება არა რეალურად შემდგარი გარიგებების კურსები, არამედ ამ სისტემის მომხმარებლების მიერ ვალუტის ყიდვის და გაყიდვის გამოცხადებული კურსების საშუალო მაჩვენებელი. ინტერნეტის ამ ბმულზე ნაჩვენები კურსით გარიგებები შესაძლოა საერთოდ არ დაიდოს. ლარის ოფიციალური კურსი კი ითვლება ფაქტობრივად შემდგარი გარიგებების საფუძველზე. კომპანია Bloomberg თავის ვებგვერდზე ანალოგიური პრინციპით სხვა ქვეყნების სავალუტო კურსებსაც აქვეყნებს. უცხოური ვალუტის საბაზრო კურსზე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ საიტებით, სადაც ვალუტის ყიდვის და გაყიდვის პერიოდულად განახლებადი კურსები ქვეყნდება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)