|
2015-05-11 19:26:27, 324 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთიდან ზეწოლის მიუხედავად ქართველების ევროპული არჩევანი შეუქცევადია
„რუსეთიდან ზეწოლის მიუხედავად ქართველების ევროპული არჩევანი შეუქევადია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ებრძვის იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო. „საქართველომ რთული პროცესები გაიარა. ჩვენ ვცდილობდით ევროპული პოლიტიკური სისტემები აგვემუშავებინა ქვეყანაში, რომელსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა მათ შორის ეკონომიკური. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ ვებრძვით იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც იყო საბჭოთა იმპერიის ნაწილი. ჩვენ დღეს ამ გამოწვევის დაძლევას ვცდილობთ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით შეიცვალა. ეს არის ქვეყანა სადაც არსებობს, თავისუფალი მედია. ეს არის ქვეყანა, რომელიც საბაზრო ეკონომიკას აშენებს. ჩვენი მეზობელი, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია და ბირთვული იარაღის სახელმწიფოა, ემუქრება ჩვენს დამოუკიდებელ არჩევანს,რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)