17:23 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 14:59:20, 1742 ნახვა

საზოგადოება
„გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე“ - მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს შეხვდნენ

მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს შეხვდნენ. ისინი ეთერში პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებული ვიდეო მასალის გავრცელებას აპროტესტებენ.

მწერლები მიიჩნევენ, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მისი გადადგომას ითხოვენ.

ამასთან, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს მოუწოდებენ ხელმძღვანელობას ბოიკოტი გამოუცხადონ.

"ბუნებრივია, რომ ბორდი ჩემი შეგრძნებიდან გამომდინარე თავს ძალიან უხერხულად გრძნობს, ისევე როგორც ბევრი პროფესიონალი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს. ჩვენ ველოდებით მათ რეაქციას. ახალი არაფერი გვითქვამს. ვამბობთ, რომ ეს მახინჯი ტრადიცია უნდა დასრულდეს, ამ სიმულაციური მმართველობის, როდესაც საიდანღაც რაღაცა მოდის თუნდაც ამ ვიდეოს სახით და ხალხის წაქეზება ხდება. როდესაც მოვისმინეთ დირექტორის განცხადება, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს და აი ახლა რეაქცია უნდა მისცეს ბორდმა. ჟურნალისტებს მოვუწოდებთ, რომ ხელმძღვანელობას ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდევაც რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები თავს ფსიქოლოგიურადაც და პროფესიულადაც თავს ძალიან ცუდად გრძნობენ", - განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

ბორდის წევრების თქმით, ისინი პროცედურების დაცვით იმოქმედებენ.

"ეს იყო სპონტანური შეხვედრა. განსახილველი გვქონდა მათ შორის ეს საკითხიც. ჩვენ ავუხსენით მწერლებს, რომ ბორდი არის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი პროცედურები და ამ პროცედურების დაცვით მოხდება მოკვლევაც. იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სამართლებრივად არის განსაზღვრული", - განაცხადა საზმაუს ბორდის თავმდჯომარე, გრიგოლ გოგელია.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძის მრჩევლის ია ანთაძის განცხადებით, მაუწყებელმა საკუთარი პოზიცია მაშინ დააფიქსირა, როდესაც  "გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ თვითონ იღებს პასუხისმგებლობას".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics