|
2018-01-04 19:07:24, 2361 ნახვა
სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: ჩემს შვილს არანაირი საბანკო ანგარიში არ ჰქონია
პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, შესაძლოა, იყოს ძალიან მცირე რაოდენობის თანხა ანგარიშზე, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილს მისმა მეგობრებმა დაურიცხეს. „არანაირი საბანკო ანგარიში მას არ ჰქონია. მაგათ რა ამოიღეს რა არა, ეს მე არ ვიცი. ევროპაში მყავს საძმო და მაგათ თუ გამოგზავნეს 100 დოლარი ან 200 ლარი ეგ იქნება. გერმანიიდან ჩამოტანიილი ფული აქვთ წაღებული. ჩემი გოგო 6 წელი იმყოფებოდა გერმანიაში. ის რომ საბანკო ანგარიში ჰქონდა თემირლანს, ეს არის აბსურდი. ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს და რაღაც ხო უნდა თქვან. ალაჰის წინაშე, საქართველოს წინაშე ვაცხადებ, რომ სიზმრადაც რომ გასჩენოდა ამის სურვილი, ჩემი ხელით დავახრჩობდი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ამასთან, უწყებამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციაც გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)