|
2018-01-04 15:03:00, 1896 ნახვა
სამართალი
მეზობლები ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე საუბრობენ
ორთაჭალაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მეზობლების განცხადებით, მას ღამით უცნობმა პირებმა მიაკითხეს და გარეთ გაიყვანეს. მეზობლების თქმით, გასროლის ხმა, მამაკაცის გარეთ გასვლის შემდეგ გაისმა. ”წყნარი ბიჭია, კარგი ოჯახის შვილი, ძალიან გაკვირვებული ვართ, როგორ მოხდა ეს. გაიყვანეს სახლიდან, ვიღაცამ დაუძახა და შემდეგ ეს ამბავი მოხდა. მიზეზი არაფერი ვიცით. ოპერაცია გაუკეთდა, რეანიმაციაში იმყოფება, ფილტვი აქვს დაზიანებული. ერთი გასროლა არ იყო, თან ჩვეულებრივ გასროლას არ ჰგავდა, ავტომატის ხმასავით იყო”, - განაცხადა დაჭრილის ერთ-ერთმა მეზობელმა. მეზობლები აცხადებენ, რომ ადგილზე კრიმინალისტები დღეს დილით მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყეს. "შემოღობილი იყო ტერიტორია და არავის არ უშვებდნენ. მოხაზული იყო პერიმეტრი", - აცხადებს მეზობელი. შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, ბერძნის ქუჩაზე სროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზნრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)