10:12 - 06 Jun, 2026
|
2015-01-16 17:04:50, 1956 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: ნებისმიერი განცხადება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კუთვნილებასთანაა დაკავშირებული, არალეგიტიმურია
ნებისმიერი განცხადება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კუთვნილებასთანაა დაკავშირებული, არალეგიტიმურია,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა "ენგურჰესის" თაობაზე, რაულ ხაჯიმბას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. "ნებისმიერი განცხადება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კუთვნილებასთანაა დაკავშირებული, არის არალეგიტიმური და არ ეფუძნება არანაირ სოლიდურ სამართლებრივ საფუძველს",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ "ენგურჰესის" ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)