2018-01-04 10:14:36, 2047 ნახვა
საზოგადოება
დღეს პატრიარქის დაბადების დღეა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს აქვს.
მას 85 წელი შეუსრულდა.
ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.
ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია 1977 წლიდან.
2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.
ავტორი: ,