15:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-03 14:06:22, 2387 ნახვა

მსოფლიო
ირანში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი (ვიდეო)

ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. აქციების შედეგად თეირანსა და რამდენიმე მსხვილ ქალაქში 22 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ 'რია ნოვოსტი" იუწყება.

 

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციები ქვეყანაში 28 დეკემბერს დაიწყო. ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ საპროტექტო ტალღა ირანში გარე ძალების მიერაა პროვოცირებული. კერძოდ კი, ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

მედიის ცნობით, დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. მარტო თეირანში, სამი დღის განმავლობაში 450-მდე ადამიანია დაპატიმრებული.

გამოსვლები ფასების ზრდის გამო დაიწყო, შემდეგ პოლიტიკური ლოზუნგებიც გაჩნდა. ოფიციალური თეირანი დემონსტრანტების წაქეზებაში აშშ-ს და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციების პროცესში ირანში Instagram-ი და Telegram-ი დაბლოკეს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს მხარი დაუჭირა. "ბოლოსდაბოლოს ხალხი მიხვდა, რომ მათ ფულს და სიმდიდრეს იპარავენ და ტერორისტებს უგზავნიან", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. 

 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics