|
2018-01-02 23:22:57, 1984 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას ახალი წელი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 31 დეკემბერს სოფელ ჯგალის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 2018 წლის დადგომა საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნით მიულოცა. 51-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შვილთან - მერიკო კაკულიასთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი ესწრებოდნენ. ცენტრში ხუთი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. ჯგალის საზოგადოებრივი ცენტრი ამ სოფლის მკვიდრ 3 ათასამდე მომხმარებელს და მიმდებარე სოფლების − საჩინოს, მედანის, მიქავასა და მუხურის − 7 ათასამდე მცხოვრებს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. ჯგალის ცენტრი საახალწლო დეკორაციებით, ნაძვის ხით და სპეციალური საახალწლო გირლანდებით მოირთო; ზუსტად 2018 წლის 00:00 საათზე კი, სოფელში გრანდიოზული ფოიერვერკი მოეწყო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საზეიმო კონცერტი გაიმართა. ჯგალის საზოგადოებრივი ცენტრის პირველი ვიზიტორები თეა ძიძარია და ზვიად ჩანგელია იყვნენ, რომლებმაც ახალი წლის დადგომამდე თავიანთი ქორწინება იურიდიულად დაამოწმეს. ხელმოწერის ცერემონიალს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ჯგალის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ჯგალის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება. საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს ათ რეგიონსა და 37 მუნიციპალიტეტში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 50 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე 500 000-მდე სერვისი გაიცა, 2 000-მდე ღონისძიება ჩატარდა და 460 ადამიანი დასაქმდა. ჯგალის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 50 საზოგადოებრივი ცენტრი: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირსა და ფასანაურში. (NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)