|
2017-12-29 16:38:58, 2693 ნახვა
ეკონომიკა
ნოემბერში გასულ წელთან შედარებით, საკვები პროდუქტების ნაწილი გაძვირდა
2017 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.1 პროცენტით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში აღსანიშნავია თვითმფრინავით მგზავრობის ფასის ზრდა 42 პროცენტით. გაიზარდა ასევე დიზელის საწვავის ფასი, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას უკავშირდება. სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, გაძვირდა ზოგიერთი ბოსტნეული და გაიაფდა ციტრუსი. წლიურ ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს პროდუქტების, საწვავისა და ავტომობილების გაძვირება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებითა და ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. ნოემბრის წლიური ინფლაციიდან ამ პროდუქტებზე 2.7 პროცენტული პუნქტი (პ.პ), მოდიოდა. სხვა ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია გაზის გადასახადის მომატება და მნიშვნელოვანწილად ნავთობის გაძვირების გამო თვითმფრინავით მგზავრობის გაძვირება. მათი ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.4 პ.პ-ია. 2.1 პ.პ სურსათის, ხოლო 1.7 პ.პ - დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე მოდიოდა. ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 26 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები. 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა „ხორცსა და ხორცის პროდუქტების“ და „რძე, ყველი და კვერცხის“ ქვეჯგუფის, ხოლო 9 პროცენტით ხილის ფასებმა. ფასები ზემოთ აღნიშნულ ქვეჯგუფებში შემავალ პროდუქტებზე გასული წელს ძირითადად მცირდებოდა. ბოსტნეულის საშუალო წლიური დეფლაცია -9.2, ხორცის და ხორცის პროდუქტების -0.5, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის -0.7 პროცენტი იყო. ჯამში სურსათის საშუალო წლიური ინფლაცია კი 1.3 პროცენტს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტების საგრძნობი გაძვირება ძირითადად საბაზო ეფექტით შეიძლება აიხსნას. გასული წლის დასაწყისიდან შაქარზე მსოფლიო ფასების ზრდის გამო შაქრის შემცვლელი პროდუქტები მნიშვნელოვნად ძვირდებოდა და მათი წვლილი საერთო ინფლაციაში მაღალი იყო. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის კლების პარალელურად მიმდინარე წლის დასაწყისიდან შაქრის ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა და საბოლოოდ ივლისში ამოიწურა. ხოლო ნოემბერში შაქრის ფასის 10 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. შაქრის შემცველ პროდუქტებზე ფასები თითქმის არ შეცვლილა.
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)